Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და პსჟ შეთანხმდნენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინტერი და პსჟ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომში 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება, ჰაკიმი კი პარიზელებთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 8 მილიონი ევრო იქნება.

რომანოს ინფორმაციით, ჰაკიმის სამედიცინო შემოწმება მომდევნო კვირაში ჩაინიშნა და პსჟ აშრაფის და დონარუმას ტრანსფერს ერთდროულად გამოაცხადებს.