Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ერიქსენის იჯარაზეც თანახმაა ?

ნერაძური კრისტიან ერიქსენის გაყიდვას ყველა ხერხით ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს მას არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს და ინტერის მოთხოვილი 25-30 მილიონის გადახდას არავინ არ აპირებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, თუ გუნდი მის გაყიდვას ვერ მოახერხებს, სატრანსფერო ფანჯრის მეორე ნახევარში მის იჯარით გაშვებასაც განიხილავს.

ნერაძურის ერთადერთი მოთხოვნა ფეხბურთელის იჯარით გაშვების შემთხვევაში ის იქნება, რომ დანიელი ფეხბურთელის ახალმა გუნდმა ფეხბურთელის ხელფასი სრულიად გადაიხადოს.

ერიქსენი, რომელმაც გასულ ზამთარს ინტერთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს, რაც ნერაძურის რთული ფინანსური სიტუაციის გამო მძიმე ტვირთად აწევს.

მიმდინარე სეზონში ერიქსენი მოედანზე 12-ჯერ გამოჩნდა და არც გოლით და არც საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.