Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვიდალს უფასოდ გაუშვებს

ფრანგული მედიის ცნობით, ინტერი მზად არის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას.

France Football-ის ცნობით, არტურო ვიდალის გაფორმება მარსელს და პირადად ხორხე სამპაოლის სურს და ნერაძური მზად არის, ვიდალი ფრანგულ გუნდში უსასყიდლოდ გაუშვას, რაც ბენეამატას ჩილელისთვის გადასახდელ ხელფასს – 7 მილიონ ევროს დაუზოგავს.