Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მაროტას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ანტონიო კონტეს წასვლის მიუხედავად, ბეპე მაროტა ნერაძურის დატოვებას არ აპირებს და იტალიური მედიის ცნობით, ბენეამატა მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

კონტეს ინტერში მისვლა სწორედ მაროტას ინიციატივა იყო და მას ანტონიოს გუნდში დარჩენა სურდა, მაგრამ მისი წასვლის მიუხედავად, გუნდის გენერალური დირექტორს პროექტის მაინც სწამს და მის გაგრძელებას გეგმავს.

იუვენტუსის ყოფილ დირექტორს ინტერთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ჟანგი და მაროტა ერთმანეთს უახლოეს კვირეებში შეხვდებიან და ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.