Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პირველ ტრანსფერს ხვალ გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვალ მილანს კროტონეს კარის დარაჯი ალექს კორასი ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნერაძურისთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

38 წლის კარის დარაჯი ინტერის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, თუმცა მან ნერაძურის ძირითად გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და 2005 წელს გუნდი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება ის ჰანდანოვიჩის შემცვლელი, თუ ალექსი მესამე კიპერის როლს შეითავსებს.