Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჰაკიმის გაყიდვით მიღებული ფულით რასპადორის ყიდვას აპირებს

ინტერის ინტერესი ჯაკომო რასპადორის მიმართ დღითი დღე მატულობს და იტალიური მედიის ცნობით, ნერაძური სასუოლოსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

Il Giorno-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი ბეპე მაროტას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და აშრაფ ჰაკიმის გაყიდვის შემდეგ, ნერაძური მის დამატებას ეცდება, თუმცა პირველ რიგში ნერაძურის გუნდიდან ალექსის სანჩესის გაშვება მოუწევს, რომელიც სეზონში ხელფასის სახით 6.5 მილიონს იღებს.

წყაროს ცნობით, რასპადორის ინტერში ტრანსფერი არც ლაუტაროს და არც ლუკაკუს გუნდიდან წასვლას არ ნიშნავს და მას ინტერი სათადარიგო ფორვარდად მოიაზრებს. სასუოლო 21 წლის ფორვარდს 25 მილიონ ევროდ აფასებს.