Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა სკამაკსგან ტრანსფერზე თანხმობა უვკე მიიღო

იტალიური მედიის ინფორამციით, სასუოლოს ფორვარდმა ჯანლუკა სკამაკამ ინტერში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახლა ნერაძურის საერთო ენის გამონახვა ნეროვერდისთან მოუწევს.

Tuttosport-ის ცნობით, სკამაკამ რამდენიმე უცხოურ გუნდს უარი უთხრა და მას ინტერში თამაში სურს, რაც ნერაძურის მოლაპარაკებებში გარკვეულ უპირატესობას აძლევს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერმა იცის, რომ მათ კონკურენტები არ ჰყავთ. იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩი გაიფორმა, მილანი კი დივოკ ორიჯის დამატებასთან ახლოს არის და ყველაფერი იქით მიდის, რომ 23 წლის ფორვარდი ზაფხულში ბენეამატას რიგებს შეუერთდება.

სასუოლო სკამაკას საანცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, მაგრამ ლომბარდიულ გრანდს მის ტრანსფერში ანდრეა პინამონტის ჩართვა და ფასის შემცირება სურს.