Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა შკრინიარის შესაძლო შემცვლელები შეარჩია

როგორც გუშინ მოგახსენეთ, შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში ინტერი მზად არის მილან შკრინიარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდოს.

FcInterNews-ის ცნობით, ნერაძური 26 წლის სლოვაკი მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ამ თანხის გადახდას დათანხმდება, მათ შკრინიარის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ინტერი რომას ჯანლუკა მანჩინის ან ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩის დამატებას შეეცდება.