Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს არჩევანის გაკეთება მოუწევს

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინტერისთვის მთავარი ამოცანა მარცხენა ფლანგის გაძლიერება იქნება და ნერაძურის არჩევანის გაკეთება ორ ფეხბურთელს შორის მოუწევს.

Tuttosport-ის ცნობით, ინტერი ჩელსის ემერსონ პალმიერის და აინტრახტის ფილიპ კოსტიჩიც წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და კარიერის ბენეამატას რიგებში გაგრძელების სურვილი ორივე ფეხბურთელმა დააფიქსირა.

სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე, ინტერისთვის პრიორიტეტული ემერსონ პალმიერია, რადგან კოსტიჩი დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო ღირს და მის გაფორმებას ნერაძური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდს ლაუტარო-ჰაკიმიდან ერთ-ერთ დატოვებს.