Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს და ნაიგოლანს შეთანხმებამდე 800,000 აშორებთ

ინტერი და რაჯა ნაინგოლანი კონტრაქტის გაწყვეტაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

ნაინგოლანის კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ის ხელფასის სახით სეზონში 3.5 მილიონს იღებს, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კი ბელგიელი ნახევარმცველი 2 მილიონ ევროს ითხოვს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნერაძურის ვეტერანი ფეხბურთელისთვის 1.2 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს, თუმცა მხარეები შეთანხმებას სავარაუდოდ 1.5-1.6 მილიონზე მიაღწევენ.