Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერს ჰაკიმის შეცვლა ატალანტას ფეხბურთელით სურს

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით ბერგამოელთა სიაში კიდევ ერთი ფეხბურთელის – ატალანტას ჰანს ჰატებურის სახელი გაჩნდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძური 27 წლის ფეხბურთელის თაობაზე ატალანტას უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

წყაროს ინფორმაციით, ინტერისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კვლავ პსვ-ს დენზელ დამფრისი და არსენალის აშრაფ ჰაკიმი მოიაზრებიან, მაგრამ მათი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით ნერაძური პოტენციურ ვარიანტებს ეძებს და ჩელსის ძაპაკოსტასთან ერთად ჰატებურსაც განიხილავს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი სერია ა-ში 2017 წლიდან თამაშობს და ის ლა დეას ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია, რომელიც სიმონე ინძაგის სისტემას იდეალურად მოერგება.