Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევებია, კონტეს პრესკონფერენცია გაუქმდა

ინტერის დირექტორების ბეპე მაროტას, ალესანდრო ანტონელოს და პიერე აუსილიოს შემდეგ, კორონა ვირუსი ნერაძურის კიდევ 2 წევრს დაუდასტურდა.

ამჯერად ვირუსზე დადებითი პასუხი ინტერის ქალთა გუნდის წევრს ევა ბარტონოვას და ინტერის პრიმავერას ფეხბურთელს გაეტანო ორისტანიოს მიუვიდათ.

გამოცემა Ansa-ს ინფორმაციით, კოროან ვირუსის გამო ანტონიო კონტე ჯენოასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 18:00 საათზე გაიმართება, წინასამატჩო პრესკონფერენციას აღარ გამართავს.