Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ჩემი ბიჭებით ვამაყობ”

სიმონე ინძაგიმ იუვესთან 2 – 1 მარცხის შემდეგ განაცხადა,რომ მისი ბიჭებით ამაყობს და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვს.

„თამაშის შემდეგ მე ბიჭები შევაქე,რადგან ყველა იმ პრობლემის მიუხედავად,რაც ჩვენ პანდემიის შემდგომ პერიოდში გვქონდა,ტურინში ჩამოვედით და ძალიან კარგად ვითამაშეთ.ლაციომ დღეს თავისი უტეხი ხასიათი აჩვენა.

„იღბალი რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო,შესაძლოა ტაბლოზე სხვა ანგარიში ყოფილიყო,თუმცა ამაზე საუბარი ახლა უადგილოა.მთავარი ის არის,რომ ჩვენ 13 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვართ.

„იყო თუ არა პენალტი დასადები ჩვენს კარში?ორსატო არაჩვეულებრივი მსაჯია და მის გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.მან ეს მომენტი გადაამოწმა და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,მაშინ სალაპარაკოც არაფერია.

„თუმცა გოლი ძალიან ცუდ დროს გავუშვით,რადგან ტაიმი ახალი დაწყებული იყო და გონზე მოსასვლელად ბევრი დრო დაგვჭირდა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს.გუშინდელ სავარჯიშო სესიაში მხოლოდ 12 ფეხბურთელი ღებულობდა მონაწილეობას,თუმცა იუვენტუსს პრობლემები მაინც შევუქმენით,მათ ხომ იმის ფუფუნება აქვთ,რომ გონსალო იგუაინი ტრავმირებული ჰყავდეთ და ეს საერთოდ არ დაეტყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *