Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ბევრს ეგონა, რომ ეს ინტერისთვის გარდამავალი სეზონი იქნებოდა…“

სიმონე ინძაგიმ ვენეციაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, ეს 7 დღეში ჩვენთვის მე-3 მატჩი იყო, მაგრამ ინტერმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, ხასიათი გამოავლინა და მნიშვნელოვანი ქულები მოიოვა.

„ერთადერთი ნეგატიური ასპექტი, რაც დღევანდელი მატჩის შემდეგ დავინახე არის ის, რომ ჩვენ თამაშის მოკვლა გაცილებით ადრე გვმართებდა, რადგან მომენტები ნამდვილად გვქონდა და როდესაც მათ ვერ იყენებ, მეტოქეს დაბრუნების შანსს აძლევ.“

კონტეს, ლუკაკუს და ჰაკიმის წასვლის შემდეგ ვევრი ფიქრობდა, რომ ინტერს გაუჭირდებოდა, მაგრამ სიმონე ინძაგიმ კონტეს შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე გააუმჯობესა და მას არც სერია ა-ში ჩამორჩება.

„მე ამ ყველაფერს კომპლიმენტად მივიღებ. იტალიაში ბევრი ფიქრობდა, რომ ინტერი ვერც ევროპაში და ვერც სერია ა-ში ვერ იბრძოლებდა, რომ გუნდს გარდამავალი პერიოდი ექნებოდა, თუმცა მე დამხვდა გუნდი, რომელიც ძალიან ძლიერია, რომელიც დაწყებული პროექტის გაგრძელებას გეგმავს და დიდებული შემადგენლობა ჰყავს.

„ჩვენ სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად გვაქვს. პლეი-ოფი პირველი მიზანი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

„იმედი მაქვს, რომ დარმიანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება, რადგან წინ ძალიან დატვირთული კალენდარი გვაქვს და ჩვენ თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება.“