Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ლაციოს შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს“

სიმონე ინძაგიმ ატალანტასთან ამტჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„წინა ტურში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და რთულ თამაშში მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, თუმცა ხვალ ჩვენი მეტოქე ატალანტა იქნება, გუნდი, რომელთანაც შეცდომების დაშვება დამღუპველი იქნება, ამიტომ ლაციომ მაქსიმალურად კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.

„მუსაკო ? ჩვენ მისი გაფორმება ძალიან გვსურდა. ის გუნდთან ერთად უკვე ორი დღეა ვარჯიშობს და თუ ძირითადში არა, სათადარიგოდან მაინც ჩაერთვება, ამას ხვალ გადავწყვეტ.

„ჩვენ ლუის ფელიპეს შემცვლელი გვჭირდებოდა და ისეთ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელმაც სერია ა კარგად იცის, მუსაკო კი სწორედ ასეთი მოთამაშეა.

„წელს სერია ა-ს დონემ კიდევ უფრო აიწია და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ სეზონის განმავლობაში ტრავმების და კორონა ვირუსის გამო ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა, რა დროსაც ბევრი ქულა დავკარგეთ, ამიტომ ახლა შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.“