Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მილანის დაბრუნების გამო უბედნიერესი ვარ“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პიპო ინძაგიმ Gazzetta dello Sport-თან მილანის შესახებ ისაუბრა.

„მილანის დაბრუნება უმაღლეს დონეზე ? ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მე მალდინის, მასარას და პიოლის უკვე მივულოცე, რადგან მათ ბოლო წლებში წარმოუდგენლად ბევრი იმუშავეს და დღეისათვის როსონერის ისეთი გუნდი ჰყავს, რომელსაც სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.

„ჩემპიონთა ლიგა ? ვწუხვარ, რომ მილანი ტურნირიდან თითქმის გამოვარდნილია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონთა ლიგის დატოვება მილანისთვის სერია ა-ში უპირატესობა გახდეს. ინტერმა გასულ სეზონში ეს ფაქტი სათავისოდ კარგად გამოიყენა და ვფიქრობ, რომ იგივეს გაკეთება მილანსაც შეუძლია.

„მილანური დერბი ? არ შემიძლია არ აღვნიშნო Curva Sud-ის შესანიშნავი ქორეოგრაფია და ბანერები, ამის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო.“