Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ მილანი შესანიშნავ სეზონს ატარებს.“

დღეს ევროპა ლიგაზე ერთმანეთს მანჩესტერი და მილანი დაუპირისპირდებიან. ამ მატჩზე ლეგენდარულმა პიპო ინძაგიმ ისაუბრა.

„ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტები არ არსებობენ. ფეხბურთელებს მოუწევთ, რომ 180 წუთის განმავლობაში დაუღალავად ირბინონ, იბრძოლონ და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯონ.

„პიოლის გუნდს დიდებული სეზონი აქვს და მილანის ენთუზიაზმი, რომელსაც მე მათ თითოეულ თამაშში ვხედავ, ძალიან მომწონს.

„ტელევიზორიდანაც კი ჩანს, რომ ფეხბურთელებს სირბილის, ბრძოლის სურვილი აქვთ და უნდათ, რომ როსონერი მწვერვალზე დააბრუნონ. დარწმუნებული ვარ, რომ მილანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.“