Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ სამწუხაროა, რომ ერიქსენთან მუშაობის საშუალება არ მომეცა“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ სალერნიტანასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ რთული შეხვედრა გველოდება და ბიჭებმა ეს კარგად იციან. სალერნიტანა სახლში ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობს და ჩვენ სასურველი შედეგის მისაღებად კარგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.

„ინტერის მიზნები ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა. ახლა ჩვენ სალერნიტანასთან მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ტორინოსთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას და იმედი გვაქვს, რომ წელს პოზიტიურად დავამთავრებთ.

„ერიქსენი ? სამწუხაროდ მას იტალიაში თამაში აღარ შეეძლო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ერთად მუშაობის საშუალება არ მოგვეცა. ისეთი ჩემპიონის გაწვრთნა, როგორიც კრისტიანია, დიდი პატივი იქნებოდა და ცუდია, რომ ეს ვერ მოვახერხე. მინდა მას მომავალში წარმატებები ვუსურვო.“