Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“

სიმონე ინძაგიმ ინტერის ოფიციალურ არხთან იუვენტუსთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. მართალია მათ ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა ამის საშუალებას არც ჩვენ გვაძლევდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„იუვემ ჩვენ ბურთის ფლობის საშუალება მოგვცა, მაგრამ ამის მიუხედავად მათი სოლიდური დაცვის წყალობით მომენტების შექმნა გვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩვენი ქომაგების წინაშე გავაკეთეთ.

„სანჩესი ? თამაში ყველას უნდა, გალიარდინი ლაციოსთან მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ იუვესთან მან ერთი წუთიც არ მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილებებს მე ვიღებ იმის მიხედვით, თუ როგორი მეტოქე გვყავს.

„პრეზიდენტი ? მისი იტალიაშ დაბრუნება ჩვენთვის დამატებითი მუხტი იყო. მან მთელი გულით მოგვილოცა როგორც თასის მოპოვება, ასევე სეზონის წარმატებული პირველი ნახევარი.“