Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჩვენ მადრიდში ხასიათ გამოვავლინეთ“

ინტერის თავკაცმა სიმონე ინძაგიმ რეალთან გამართულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ მადრიდი სინანულის გრძნობით დავტოვეთ, რადგან გუნდმა პირველ ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა, ხასიათი გამოავლინა და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ უკეთესები ვიყავით, მაგრამ შესვენებაზე მაინც მდევრის როლში გავედით.

„რეალთან მატჩის საბოლოო ანგარიშმა არ ასახა ის, რაც მოედანზე ხდებოდა, მაგრამ ეს გამოცდილება ჩვენ მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება.

„ბარელას წითელი ბარათი ? მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის ინტელიგენტი ბიჭია, თავისი შეცდომა გააანალიზა და ბოდიშიც მოიხადა როგორც სტაფთან, ასევე თანაგუნდელებთან. დარწმუნებული ვარ, ეს ეპიზოდი მას დაეხმარება, რომ მომავალში იგივე შეცდომა არ გაიმეოროს.

„საერთო ჯამში, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და წითელი ბარათის მიღებამდე არაერთი კარგი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ რეალთან გამართულ ვერც ერთ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ აშკარაა, რომ ამ მხრივ რაღაც გვაკლია.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაიცნ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა იყო, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ.“