Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ ჯენოას ლაციოსთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“

სიმონე ინძაგიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მილანთან შესანიშნავი და ძალიან მნიშნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუ ჯენოასთან სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, ამიტომ გასული ტური უნდა დავივიწყოთ და მოედანზე იმავე მონდომებით უნდა გავიდეთ.

„ჯენოა ძალიან კარგი გუნდია, რომელთაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ და ჩვენ 3 ქულის ასაღებად ბოლომდე დახარჯვა და მომენტების კარგად გამოყენება მოგვიწევს, რადგან როგორც წესი გენუელები საკუთარ კართან მეტოქეს ბევრ შანსს არ აძლევენ.

„ხვალ ჩვენ აკერბი, ფელიპე, ესკალანტე და კაისედო დაგვაკლდებიან, რაც როტაციის საშუალებას გვიზღუდავს და იმედი მაქვს, რომ ფიორენტინასთან მატჩში ამ ასპექტში უკეთესი სიტუაცია გვექნება.“