Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიას თურქეთთან ფლორენცი და ვერატი ვერ დაეხმარებიან ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ალესანდრო ფლორენციმ და მარკო ვერატიმ დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს და შესაძლოა, მათ გახსნით მატჩში თურქეთის წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღონ.

აძური პირველ მატჩშ თურქეთის წინააღმდეგ სტადიო ოლიმპიკოზე 11 ივნისს გამართავს.

ვერატიმ მუხლის ტრავმა რამდენიმე კვირის წინ, ვარჯიშის დროს მიიღო და ის ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ფლორენცის რაც შეეხება, Rai Sport-ის ცნობით ფეხბურთელმა კუნთის მცირე დაზიანება რამდენიმე დღის წინ მიიღო, თუმცა სერიოზული არაფერია და თურქეთთან სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იქნება.