Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიის ნაკრების საკადრო პრობლემები ინგლისთან მატჩის წინ კიდევ უფრო მძიმდება…

იტალიური მედიის ცნობით, იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ინგლისსი წინააღმდეგ დიდი ალბათობით გუნდის კაპიტანი ლეო ბონუჩი ვერ დაეხმარება.

აძური ინგლისის ნაკრებს ნეაპოლში უმასპინძლებს და რობერტო მანჩინის ფონს გასვლა ტრავმების გამო გუნდის არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბონუჩის ფიზიკური პრობლემები აქვს, რის გამოც ის სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და რთულად წარმოსადგენია, რომ მან ხვალ თამაში მოახერხოს.

35 წლის ფეხბურთელმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 686 წუთი გაატარა…