Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

7 ოქტომბერი, 2021

Gazzetta dello Sport:

ჩვენ ჩემპიონებად ვრჩებით
იტალია, წაუგებელი სვლა დასრულდა, 3 წელი და 37 მატჩი მარცხის გარეშე
ესპანეთმა მილანში 2 – 1 იმარჯვა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა
ბონუჩის წითელი 42-ე წუთზე გადამწყვეტი აღმოჩნდა
მანჩინი:“ წითელი ბარათი ჩვენ ძვირი დაგვიჯდა“
დღეს ბელგია – საფრანგეთი ტურინში
დონარუმას მთელი თამაშის განმავლობაშუ უსტვენდნენ, მაგრამ ამით თავად ქომაგებმა წააგეს

ახალი სან სირო
მილანი მზად არის, და ინტერი ?
მერად სალას არჩევის შემდეგ, პროექტი ახალ საფეხურზე ადის
როსონერი კი ჟანგის პასუხის მოლოდინშია

იუვე და ნომერი 9
იკარდი იანვარში ?

ლოტიტო-FIGC
დაუსრულებელი დაპირისპირება

Corriere dello Sport:

მადლობა, იტალია!
ერთა ლიგა, ესპანეთმა სან სიროზე იმარჯვა: ჩვენ 37 მატჩის შემდეგ პირველად დავმარცხდით
ბონუჩის წითელი ბარათი 42 წუთის შემდეგ გადამწყვეტი გამოდგა
პელეგრინის გოლი ბოლო წუთებზე საკმარისი არ არის
მანჩინი:“ ლეოს შეცდომა პირველი ბარათი იყო“
საფრანგეთი ან ბელგია: დღეს მეორე ფინალისტი გაირკვევა

ლოტიტო გრავინას წინააღმდეგ
FIGC: არა, ის დამნაშავეა
ლაციოს პრეზიდენტი ფედერაციის ყრილობიდან გააძევეს
სკანდალი კორონა ვირუსის ტესტებზე

რომა, ფიენგამ გუნდი დატოვა, ახალი გენერალური დირექტორი ფრიდკინებისთვის
ჯალოროსის რიგებში სერიოზული ცვლილებაა
პიეტრო ბერარდი, 47 წლის: მას ჩრდილოეთ ამერიკაში Pirelli ებარა

Tuttosport:

გარეთ!
იტალია ფერან ტორესს და ესპანეთს დანებდა, ფინალის გარეშე
აძური ბონუჩის წითელი ბარათისთვის დაისაჯა, პელეგრინის გოლი საკმარისი არ არის

მაქსის საიდუმლო
როგორ გაატარა 2 წელი და როგორ მუშაობს იუვეს მწვერვალზე დასაბრუნებლად

დაძაბულობა გუნდთან
იურიჩი ტოროს ტრანსფერებს სთხოვს

სკარონი:“ იბრა, მომავალში როგორც დირექტორი“
მილანის პრეზიდენტმა ზლატანის, დონარუმას და ახალი სტადიონის შესაებ ისაუბრა