Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსისთვის პოგბა ნომერ პირველი სამიზნეა

იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუსა და მატიას დე ლიხტის შემდეგ,კიდევ ერთ ხმაურიან შენაძენს გეგმავს.
„სკაი სპორტ იტალიას“ ჟურნალისტის განცხადებით,იუვენტუსი განაგრძობს საოცნებო გუნდის შენებას და შემდეგი სახელი მათ სიაში სწორედ პოლ პოგბაა.
იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით,ფრანგი ვარსკვლავი სულაც არ არის წინააღმდეგი იტალიაში დაბრუნდეს და შავ-თეთრების მაისური კიდევ ერთხელ მოირგოს.
პოგბას ალტერნატივად იუვენტუსი ბრეშას სანდრო ტონალისა და ბარსელონას არტურ მელოს განიხილავს.ეს უკანასკნელი შესაძლოა მირალემ პიანიჩში გაცვალონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *