Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არსენალს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს ?

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მაქს ალეგრის არსენალის ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა ძალიან მოსწონს და მისი გუნდში ხიხლვა სურს, ამიტომ ტურინელები მეთოფეებს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს.

ჯაკამ არსენალთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, მაგრამ სხვადასხვა ბრიტანული წყაროს ინფორმაციით, მას გუნდის დატოვება სურს და იტალიაში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში არსენალს ჯაკას სანაცვლოდ უესტონ მაკკენის შესთავაზებს, რომლის დისციპლინის ნაკლებობით მაქს ალეგრი უკმაყოფილოა და ამერიკელი ფეხბურთელის ადგილს თავის გუნდში ვერ ხედავს…