Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ლოკატელი შეთანხმდნენ

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ლოკატელი პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ევროპული გრანდების დიდი ინტერესის მიუხედავად, მანუელს კარიერის გაგრძელება ტურინულ გრანდში სურს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ახლა სასუოლოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მოთხოვნილი 40 მილიონის შესამცირებლად ტრანსფერში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის ნიკოლო ფაჯიოლის ჩართვას განიხილავს.