Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი ისკოს გაფორმებას იანვარში შეეცდებიან

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის და მილანის ინტერესები არაერთხელ გადაიკვეთა და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო იყო.

ისკოს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა, თუმცა გუნდში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ, ესპანელ ფეხბურთელს იმედი გაუჩნდა, რომ ის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდებოდა, რაც ჯერჯერობით ასე არ მოხდა და ესპანეთში მისი წასვლის შესახებ კვლავ ალაპარაკდნენ.

Todofichajes-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა გუნდის დატოვება შესაძლოა ზამთარშივე მოისურვოს, მისი გაფორმების მთავარი კანდიდატები კი იუვენტუსი და მილანი იქნებიან.