Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დე ლიხტის მარტივად დათმობას არ აპირებს

მინო რაიოლას სიტყვების შემდეგ, რომელმაც მატაის დე ლიხტის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლისკენ მიანიშნა, ნიდერლანდელი ფეხბურთელის სახელი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა ბიანკონერი ფინანსური სიტუაციის მიუხედავად დე ლიხტის მარტივად დათმობას არ აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა რაიოლას კომენტარით უკმაყოფილო დარჩა, რადგან დე ლიხტი ტურინული გრანდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელების რიგებში შედის და მის მარტივად დათმობას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, დე ლიხტი ზაფხულში იუვენტუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მისი გამოსასყიდი თანხის – 150 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება.