Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კინის დაბრუნებას შეეცდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევერტონის საკუთრებაში მყოფი პსჟ-ს შემტევის, მოიზე კინის დაბრუნებას შეეცდება.

კინი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ და ევერტონს იუვენტუსიდან 2019 წელს შეუერთდა, ინგლისურმა გუნდმა ის იჯარით პსჟ-ში სეზონის სტარტზე გაუშვა, თუმცა ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.

კინის მამამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ოცნება ტურინში დაბრუნება და იუვენტუსის მაისურით თამაშია, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით პსჟ-ს ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის გამოსყიდვა სურთ და ყველაფერს საბოლოოდ 20 წლის ფეხბურთელის სურვილი გადაწყვეტს.