Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობს

გუშინ გვიან ღამით ერთმანეთს ფაბიო პარატიჩი და სასუოლოს გენერალური დირექტორი, ჯოვანი კარნევალი შეხვდნენ და მანუელ ლოკატელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ნეროვერდის ნახევარმცველი იუვენტუსის და პირადად პირლოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და დი მარციოს მტკიცებით, მისი ტურინში ტრანსფერი დროის საკითხია.

ლოკატელი, რომელიც სასუოლოში მილანიდან იჯარის წესით 2018 წელს გადავიდა, გასულ სეზონში გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა და უკვე განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რისი შესაძლებლობაც იუვენტუსში ნამდვილად ექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *