Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მილიკის კანდიდატურას უბრუნდება

იუვენტუსი ფორვარდის ძიებას განაგრძობს და მათ რადარზე მარსელის ფორვარდი არკადიუშ მილიკი გამოჩნდა.

ტურინელები, რომელთა პრიორიტეტი ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩი იქნება, მიმდიანრე სეზონის ბოლომდე შეტევის ხაზის გაძლიერებას იჯარის წესით გეგმავს და Sport Mediaset-ის ცნობით, ტურინელები ერთ-ერთ კანდიდატად არკადიუშ მილიკს განიხილავენ, რომელიც ნაპოლის საკუთრებაში იმყოფება, თუმცა სეზონის ბოლოს მარსელს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

27 წლის პოლონელი ფორვარდი იუვენტუსში ტრანსფერთან გასული წლების განმავლობაში არაერთხელ იყო, თუმცა პარტენოპეიმ მისი ტურინულ გრანდში გაშვება არც ერთხელ მოისურვა და საბოლოოდ მილიკი მარსელის რიგებში აღმოჩნდა, თუმცა როგორც ჩანს მისი სერია ა-ში დაბრუნება გამორიცხული არ არის.