Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რაბიო-სანდროს დუეტის გაყიდვას გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორამციით, დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს ალექს სანდრო და ადრიენ რაბიო დატოვებენ.

რაბიო იუვენტუსში წლიურად 7, ალექს სანდრო კი 6 მილიონს იღებს, თუმცა ვერც ერთი მათგანი მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებენ და ტურინელებს ორივე ფეხბურთელის გასხვისება სურთ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელს მსურველები პრემიერ ლიგაში ჰყავთ და ტურინელებს მათ თაობაზე რამდენიმე გუნდმა ზამთარში მიმართა კიდეც, თუმცა ოფიციალური წინადადება ბიანკონერის ჯერჯერობით არ მიუღია.