Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჰარი კეინის ტრანსფერით ინტერესდება

მასიმილიანო ალეგრის იუვენტუსში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შეტევის მნიშვნელოვნად გაძლიერება იყო და ბიანკონერის არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ალეგრის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ტოტენჰემის ჰარი კეინი გახლავთ.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა გარი ნევილთან ჩაწერილი ინტერვიუს დროს ღიად განაცხადა, რომ მას ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა, რასაც ტოტენჰემში გატარებული 12 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია.

27 წლის ფეხბურთელს ტოტენჰემი იაფად ნამდვილად არ გაყიდის, რადგან მას ლონდონელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა იუვენტუსიდან რონალდუს წასვლის შემთხვევაში, რომელსაც ტურინელები 30 მილიონად აფასებენ, ბიანკონერი საერთო ჯამში 80 მილიონს დაზოგავს, რაც საკმაოდ მსუყე თანხაა და გუნდის ქომაგებს კეინის გაფორმების თეორიულ იმედს მაინც უჩენს…