იუვენტუსმა იგუაინის შემცვლელი შეარჩია
ბებერმა ქალბატონმა გონსალო იგუაინის შემცვლელად ნაპოლის შემტევი,არკადიუშ მილიკი შეარჩია.
იგუაინი ტურინულ გუნდში წინა ზაფხულს დაბრუნდა და სარის სქემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა,თუმცა როგორც ჩანს,იუვენტუსის და იგუაინის ისტორია დასასრულს მიუახლოვდა და პიპიტას რივერ პლეიტში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
გონსალოს წასვლის შემთხვევაში,იუვენტუსის ფავორიტი სამიზნეები მაურო იკარდი და გაბრიელ ჟესუსი არიან,თუმცა მათი სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე,მილიკის ვარიანტი უფრო რეალური ჩანს,რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 40 მილიონ ევრომდეა.
შეგახსენებთ,რომ მილიკმა ნაპოლიში სწორედ იგუაინი ჩაანაცვლა.