Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ჟორჟეს კონტრაქტი გაუფორმა

რამდენიმე იტალიური და ბრაზილიური წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა მილანი და ბენფიკა დაამარცხა და კაიო ჟორჟესთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ჟორჟეს ტრანსფერზე რამდენიმე კვირა მილანი ლიდერობდა, თუმცა როსონერიმ 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 3 მილიონზე მეტის გადახდა არ ისურვა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რითიც იუვენტუსმა ისარგებლა.

ბრაზილიური UOL Esporte-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ჟორჟესთან კონტაქტი უკვე გააფორმა და ფეხბურთელის დამატებას უფასოდ 31 დეკემბერს გეგმავს, როდესაც ახალგაზრდა ფორვარდს სანტოსთან კონტრაქტი ამოეწურება, Goal-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმციით კი არ არის გამორიცხული, რომ ბიანკონერიმ მისი ტრანსფერის დახურვა ახლავე სცადოს და ბრაზილიურ გუნდს გარკვეული კომპენსაცია შესთავაზოს.