Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა შესაძლოა ბერნარდესკის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

იუვენტუსი ფედერიკო ბერნარდესკის გაყიდვის იმედს არ კარგავს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შესაძლოა ისე დასრულდეს, რომ ბიანკონერიმ იტალიელ ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს.

27 წლის იტალიელი ვინგერის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და იუვეს მისი გაყიდვა 15-20 მილიონის სანაცვლოდ სურს. ფედერიკო რამდენიმე ინგლისურ გუნდს და ლაციოს დაუკავშირეს, მაგრამ ბიანკონერის მოთხოვნილი თანხის გადახდა ჯერჯერობით არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ უნდა, ამიტომ თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი მსურველი არ გამოჩნდა, იუვე ბერნარდესკის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს…