Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს პოგბას გაფორმების შანსები გაეზარდა ?

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მედიაში პოლ პოგბას შესახებ იუვენტუსისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ფრანგი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ტურინული გუნდის სამიზნეა და ბრიტანული გამოცემა The Daily Star-ის ინფორმაციით, მანჩესტერი პოლთან, რომლის ხელშეკრულება წითელ ეშმაკებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და დიდი ალბათობით მას ზაფხულში გაასხვისებს.

რამდენიმე კვირის წინ მინო რაიოლამ ღიად განაცხადა, რომ პოლი მანჩესტერში ბედნიერი არ არის და მას გუნდის გამოცვლა უნდა, რაც რა თქმა უნდა მანჩესტერმა უარყო, თუმცა მას შემდეგ პოლის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები აქტუალურობას არ კარგავს…