Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ატალანტა ამხანაგურ მატჩს გამართავენ

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, იუვენტუსი და ატალანტა ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავდნენ და იუვემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კვირას, 14 აგვისტოს გუნდებს შორის ტურინში შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება და მატჩზე დასწრებას Allianz Stadium-ზე ქომაგთა 50 პროცენტი მოახერხებს, რომელთაც სტადიონზე შესვლამდე მწვანე საშვის წარდგენა მოუწევთ.