Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ნაპოლი პორტუგალიაში ითამაშებენ

ფრანგული მედიის მტკიცებით,იუვენტუსი – ლიონი და ბარსელონა – ნაპოლი პორტუგალიაში გაიმართება.

საბოლოო 8 ფორმატი იმას ნიშნავს,რომ ჩემპიონთა ლიგის ჩვეული 2-მატჩიანი დაპირისპირებები აღარ იქნება და მეოთხედ ფინალიდან გუნდები შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთ თამაშში გამოავლენენ.

RMC Sport-ის ინფორმაციით,უეფამ აღნიშნული შეხვედრების ჩატარება 7 და 8 აგვისტოს,ლისაბონში გადაწყვიტა.

უეფამ ეს წესი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო,რადგან პორტუგალიაში ევროპის მასშტაბით ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და შესაბამისად,ყველაზე უსაფრთხო გარემო.შეგახსენებთ,რომ ფინალი წელს თურქეთში უნდა გამართულიყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *