Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დემირალის ტრანსფერში ჯეკოს ჩართვას ითხოვს

მერიჰ დემირალის იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება და თურქი ფეხბურთელის გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი რომა იქნება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ცენტრალური მცველის გაშვების წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ჯალოროსის არ შეუძლია, თუმცა ტურინელები დემირალის ღრებულების შესამცირებლად ტრანსფერში ედინ ჯეკოს ჩართვის წინააღმდეგი არ არის.

ვეტერანი ბოსნიელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის რადარზე იმყოფება და მისი ტრანსფერში ჩართვა დემირალის ფასს დაახლოებით 7-8 მილიონით შეამცირებს.