Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ფაჯიოლის გაშვებას გეგმავს

გასულ სეზონში ანდრეა პირლომ იუვენტუსის აკადემიიდან ახალგაზრდა ტალანტი ნიკოლო ფაჯიოლი დააწინაურა, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბიანკონერის ქომაგებს ის გუნდის ამომავალ ვარსკვლავად მიაჩნდათ, თუმცა ახლა შემტევი ნახევარმცველი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

იუვენტუსმა ალეგრის თაოსნობით პირველი ამხანაგური მატჩი ჩეზენას წინააღმდეგ უკვე გამართა და 20 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის ძირითადში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან დი პარდოსთან და ფრაბოტასთან ერთად შეკრებაზე დააგვიანა, მაქს ალეგრი კი დისციპლინას გუნდში ყოველთვის უმაღლეს ყურადღებას აქცევდა და Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, იუვე მის გაშვებას უკვე სერიოზულად განიხილავს.