Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ დონარუმა მილანს უმადურად მოექცა“

ფაბიო კაპელომ იმედი გამოთქვა, რომ დღეს სან სირო ჯიჯო დონარუმას გვერდში დაუდგება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის მილანს ცუდად მოექცა.

იტალიის ნაკრები დღეს ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა სან სიროზე, 22:45 საათზე დაიწყება.

„ესპანეთი ბურთის გაკონტროლებას შეეცდება, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაგრამ თუ ჩვენ დაცვაში სოლიდურად ვითამაშეთ, გოლის გატანის შანსები აუცილებლად გვექნება.

„ესპანეთს ბევრი მნიშნელოვანი ფეხბურთელი აკლია და ეს ჩვენს სასარგებლად უნდა გამოვიყენოთ.

„შეუძლია თუ არა ინსინიეს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში ? მე მას მარცხენა ფლანგზე ვამჯობინებდი. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი ყოველთვის იქ უნდა იდგეს, სადაც მისი ნატურალური პოზიციაა.“

დონარუმა მილანის დატოვების შემდეგ სან სიროზე პირველად ითამაშებს…

„იმედი მაქვს, რომ ქომაგები ჯიჯოს აგრესიულად არ დახვდებიან, რადგან ის ჩვენი ნაკრების ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ის მილანს უმადურად მოექცა. როსონერი მისი ოჯახი იყო, რომელმაც ყველაფერი მისცა და მას სხვანაირად უნდა ემოქმედა.“