Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ კიეზა ფენომენალური ფეხბურთელია“

ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – ჩელსის მატჩი შეაფასა.

„ფედერიკო კიეზა ფენომენალური ფეხბურთელია, მან ჩელსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ყოველთვის, როდესაც ის ბურთს იღებდა, ლონდონელების მცველებს პრობლემები ექმნებოდათ.

„ალეგრიმ სწორი დასკვნები გამოიტანა და მიხვდა, რომ დიბალა-მორატას გარეშე შემტევი ფეხბურთის თამაში არ გამოვიდოდა და ყვეალფერი დაცვას მიანდო, ჩელსის კი ის მომენტები არ შეექმნა, რასაც ის მიჩვეულია.

„ლონდონელებმა მე იმედები გამიცრუეს, ისინი ინერტულები იყვნენ და იუვენტუსს საქმე გაცილებით გაუადვილდა.“