Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპიტნის სამკლაური და ახალი კონტრაქტი ჩირო იმობილესთვის

ლაციო ჩირო იმობილეს კაპიტნის სამკლაურთან ერთად,ახალ კონტრაქტს გაუფორმებს,რომელიც ძალაში 2025 წლამდე იქნება.

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირმა ღიად დააფიქსირა,რომ ლაციოში კარიერის ბოლომდე უნდა თამაში და ამის წინააღმდეგი როგორც ჩანს,არც გუნდის წარმომადგენლები არიან.

ლაციო ამზადებს შეთავაზებას,რომლის მიხედვითაც ჩირო ლაციოში 2025 წლამდე დარჩება,რა დროისთვისცა 35 წლის იქნება.

ლაციოს მოქმედი კაპიტანი,სენად ლულიჩი,34 წლის გახდა.მისი კონტრაქტი ივნისში იწურება და სწორედ ჩირო იქნება გუნდის ახალი ლიდერი.

იმობილემ ღიად დააფიქსირა მისი გუნდში დარჩენის სურვილი და მისი კაპიტნობა გასაკვირი არავისთვის არ არის.ჩირო ბოლო წლებში გუნდის აშკარა ლიდერი და ბომბარდირია.

ამ სეზონში იმობილემ 27 გოლი გაიტანა,შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა და ამისთვის მხოლოდ 26 თამაში დასჭირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *