Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კარლოსი:“ იბრა, ლუკაკუ თუ რონალდუ… ?“

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა იმედი გამოთქვა, რომ ინტერი სკუდეტოს მოპოვებას მოახერხებს.

„მე ინტერისტა ვარ და რა თქმა უნდა მსურს, რომ სკუდეტო სწორედ ნერაძურიმ მოიპოვოს.

„ინტერს ძალიან ძლიერი გუნდი და უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს. ხავიერ ძანეტიმ ძალიან კარგად იმუშავა და იმედი მაქვს, რომ მას ეს დაუფასდება.“

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იბრას, ლუკაკუს და რონალდუს შესახებაც ისაუბრა.

„ნათელია, რომ მილანში იბრაჰიმოვიჩი გამორჩეული ლიდერი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. ის უმაღლეს დონეზე თამაშს 40 წლის ასაკშიც კი აგრძელებს.

„ლუკაკუ კიდევ ერთი დიდი ჩემპიონია, რომელსაც თავისი გამორჩეული სტილი გააჩნია, მაგრამ რონალდუს ვიცნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის საუკეთესო სწორედ პორტუგალიელია.

„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ვარჯიშობს ის, ჩემი აზრით კრიშტიანუ 3-4 წლის განმავლობაში საუკეთესო შემტევად დარჩება.“