Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ კესი ბარსელონას ან ბაიერნის ძირითადში უპრობლემოდ მოხვდებოდა“

ანტონიო კასანო კესის ქებას განაგრძობს და მისი თქმით, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ევროპის ნებისმიერი გუნდის ძირითადი ფეხბურთელი იქნებოდა.

„კესი მე თამაშიდან თამაშამდე მაოცებს. მასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, თუმცა ის საოცარ ფორმაშია.

„ჩემი აზრით, ის ნებისმიერი ევროპული გრანდის ძირითადის წევრი იქნებოდა. მას თავისუფლად შეუძლია, რომ ბარსელონას ან ბაიერნის სასტარტოს წევრი გახდეს. მას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს და მისი სტაბილურობა უბრალოდ წარმოუდგენელია.“