Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხოს მსურველი რუსეთში გამოუჩნდა

მილანი სამუ კასტილეხოს მსურველების ძიებას განაგრძობს და შესაძლოა ესპანელი ფეხბურთელი დიეგო ლაქსალტთან ერთად რუსეთის ჩემპიონატში აღმოჩნდეს.

კასტილეხოს სახელს ბოლო პერიოდში სევილიას უაკვშრებდნენ, თუმცა ესპანელთა სპორტულმა დირექტორმა კასტილეხოს მიმართ ინტერესი კატეგორიულად უარყო, თუმცა MilanNews-ის ცნობით, მისი ტრანსფერით მოსკოვის დინამო ინტერესდება.

მილანი და დინამო დიეგო ლაქსალტის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, სანაცვლოდ კი 4 მილიონს მიიღებენ, თუმცა დინამო ლაქსალტთან ერთად კასტილეხოს ტრანსფერითაც ინტერესდება და მზად არის როსონერის მის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო შესთავაზოს…