Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასტილეხო:“ მილანი ოჯახივით არის…“

სამუ კასტილეხომ Milan TV-სთან საუბრისას ტორინოსთან მატჩზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„ტორინოსთან მატჩში სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო და ისეთი გუნის წინააღმდეგ, რომელიც გადასარჩენად იბრძვის, თამაში ადვილი არასოდეს არის.

„ჩვენ მატჩის პირველი წუთიდან კონცენტრაციას არ ვკარგავდით და შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, გვინდა სეზონის წინ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ, მილანმა ეს ნამდვილად დაიმსახურა.

„დიასი ? ის ჯერ კიდევ ბავშვია, ბრაჰიმი მხოლოდ 21 წლის არის და ვიცი, რომ მისთვის მილანი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ძალიან დიდი ტალანტის მფლობელია და იმედი მაქვს, რომ დიასი მილანში დარჩება.

„მიმდინარე სეზონში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ ყველა წინაღობას ისე გავუმკლავდით, როგორც ერთ ოჯახს შეეფერება. რთულია, რომ 11 თვის განმავლობაში საუკეთესო თამაში აჩვენო, მაგრამ ახლა ჩვენ საბოლოო მიზნამდე 1 ნაბიჯი გვაშორებს, რომელსაც აუცილებლად გადავდგამთ.“