Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კეინი:“ კიელინი და ბონუჩი საუკეთესოთა შორის არიან…“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მსოფლიოს საუკეთესო მცველთა შორის არიან.

„იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის დუეტი ჰყავს. ჯორჯო კიელინი და ლეო ბონუჩი უკვე წლებია, რაც მსოფლიოს საუკეთესო მცველთა შორის არიან და მათ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგებთ.

„მე კარიერაში არაერთი გამორჩეული მცველის წინააღმდეგ მითამაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ამ სიაში არიან.

„წინ ჩვენ ურთულესი შეხვედრა გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც არაერთი გამორჩეული ტალანტი ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

ხვალ ინგლისი 1966 წლის შემდეგ პირველ ფინალს ითამაშებს.

„ჩვენ ბოლო წლებში ძალიან არ გვიმართლებდა, მაგრამ ეს ტურნირი გამორჩეული მოტივაციით დავიწყეთ და ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთი რამ არის – გამარჯვება.

„ქომაგებში კარგად იგრძნობა, თუ რამდენად დიდია გუნდის მიმართ რწმენა. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს ეს ტიტული მთელი ინგლისისთვის და გვინდა, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ ჩვენით მთელმა ქვეყანამ იამაყოს.”